შალვა პაპუაშვილი: გახარია და

შალვა პაპუაშვილი: გახარია და "ლელო" რას აპროტესტებენ? იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ. ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები? „ნაციონალური მოძრაობის“ და გვარამიას შედეგებით?

მე ვერ ვხვდები გახარია დალელორას აპროტესტებენ, რით არიან უკმაყოფილო? რისი შედეგებით? ვისი შედეგებით? ანუ იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ 8-9% ჰქონდათლელოსდა ბატონ გახარიას. ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილო? „ნაციონალური მოძრაობისშედეგებით არიან უკმაყოფილო თუ გვარამიასი, რისი შედეგებით არიან? - ამის შესახებქართული ოცნებისპოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოსდა გახარიას პარტიის პროტესტი ცესკოს შედეგების მიმართ დასტურია იმისა, რომ ისინი წარმოადგენენერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

აი ეს ხომ აჩვენებს, რომ სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არისერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ოთხივე პარტია. გახარია გვიმტკიცებდა, რომ არა არც ნაციო და არც ისო და არც ესო, ანუ რაც ეგზიტპოლმა აჩვენა ზუსტად ის შედეგები აქვს მიღებული ცესკოს მხრიდანაც დათვლის შედეგად, რას აპროტესტებს? ვის უპროტესტებს? მათ დააკლდათ ხმები თუ რა მოხდა ? ვის უპროტესტებს საერთო ჯამში? ჰოდა აი ეს არის საქმე სინამდვილეში, რომ ისინი გულშემატკივრობდნენ და  გულშემატკივრობენნაციონალური მოძრაობისმთავარ ბირთვს, რომელიც ასე ვთქვათ სტრუქტურულად არის და სინამდვილეში ესენი არიანერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და გუშინ სცენაზე მშვენივრად ერთად ვიხილეთ ყველა. ასე, რომ საერთო ჯამში ამ ყველაფრის შედეგი არის, რომ ყველაფერი გამოვლინდა და ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მერაბ.g ისინი დაობენ იმაზე, რომ ოცნებამ მიიღო დაუმსახურებლად ბევრი ხმა; მეორე საკითხია, არის თუ არა ეს საფუძვლიანი!
3 კვირის უკან
Gami უსაფუძვლოა.
3 კვირის უკან