როგორ უნდა ააჩქარო სამუშაო პროცესი შენს მაღაზიაში პროგრამის სწორად შერჩევით?

როგორ უნდა ააჩქარო სამუშაო პროცესი შენს მაღაზიაში პროგრამის სწორად შერჩევით?

თუ სასურსათო ან ნებისმიერი სხვა ტიპის მაღაზია გაქვთ, მნიშვნელოვანია, თქვენს ობიექტზე პროდუქციის მიღების, გაყიდვის, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის პროცესი სწრაფი და კომფორტული იყოს, ამისთვის კი დაგჭირდებათ ისეთი ფუნქციონალის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებს შეასრულებს, არამედ დაგეხმარებათ ბიზნესის მთლიანად მართვაში.

iCash სავაჭრო ობიექტებისთვის განკუთვნილი პროგრამაა, რომელიც მისი ფუნქციონალიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ერგება მაღაზიის საჭიროებებს და გარდა იმისა, რომ გაწვდით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, გეხმარებათ ყოველდღიური საქმეების შესრულებაში, ასევე ზრუნავს იმაზე, რომ აჩქარდეს გაყიდვების პროცესი.

iCash-ის საშუალებით შეგიძლიათ აკონტროლოთ გაყიდვები, მართოთ ფასები და ფასდაკლებები მარტივად. პროგრამის მიზანია, რომ თანამშრომლებს ხელი შეუწყოს სწრაფად მოემსახურონ მომხმარებელს, ხოლო თქვენთან მოსულ ადამიანებს კი შესთავაზოს ანგარიშსწორების სასურველი მეთოდი, მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

როგორ ამარტივებს პროდუქციის მიღების პროცესს iCash?

მარაგების მართვა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა სავაჭრო საქმიანობაში, მაგრამ თუ ისარგებლებთ iCash-ით, თქვენ გექნებათ სრული კონტროლი მარაგებზე!

პროდუქციის მიღების მოქნილი სისტემის საშუალებით, შეგიძლიათ მართოთ შესყიდვები და მიღებები რეალურ დროში შეცდომების გარეშე. სისტემა საშუალებას გაძლევთ, მარტივად გადააადგილოთ პროდუქცია საწყობებსა და ობიექტებს შორის, რათა დააკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნები.

გარდა ამისა, iCash დაგეხმარებათ:

        აწარმოოთ მიღება/დაბრუნება RS.GE-დან

        გაფილტროთ მიღებები სხვადასხვა მონაცემების მიხედვით

        მარტივად მართოთ მომწოდებლების სია

        პროგრამული უზრუნველყოფიდან შეძლოთ პროდუქციის სიის, მიღებების, აღწერების, მომწოდებლების და ბევრი სხვა მონაცემების იმპორტი

ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გარდა iCash უზრუნველყოფს:

 

        გაყიდვების მონიტორინგს: ობიექტების, ოპერატორის, თარიღის და სხვა მონაცემის მიხედვით

        მოგაწვდით ინფორმაციას ბრუნვების, შემოსავლების, ხარჯების და ფინანსური ნაკადების შესახებ

        გექნებათ წვდომა ყველა ტიპის სტატისტიკაზე, ანგარიშებზე და მონაცემებზე

        შეძლებთ შექმნათ დოკუმენტების შაბლონები პროცესების სწრაფად სამართავად

დისტანციური მართვა

აღსანიშნავია, რომ iCash-ის POS  პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია როგორც Windows-ზე, ასევე Android-ზე. ვინაიდან ღრუბელზე დაფუძნებული პროგრამაა იძლევა ბიზნესის დისტანციურად მართვის შესაძლებლობას, როგორც ლეპტოპით, ასევე მობილურით.

რა დამატებითი უპირატესობები აქვს iCash?

აღსანიშნავია, რომ iCash-ის პარტნიორი არის სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების კომპანია GSN.

მაღაზია სალარო აპარატის,  ელექტრონული სასწორის, შტრიხკოდ სკანერის გარეშე წარმოუდგენელია,ყველა ხსენებული მოწყობილობა და ზოგადად ყველაფერი, რაც სავაჭრო ობიექტის გამართული მუშაობისთვის გჭირდებათ შეგიძლიათ, GSN-ში შეიძინოთ და ამით მიიღებთ iCash-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე შეღავათებს.

თუ უკვე ხართ GSN-ის სალარო აპარატის მომხმარებელი, ან ახლა იძენთ, მათი პარტნიორობის ფარგლებში iCash-ის პროგრამით 6 თვე უფასოდ ისარგებლებთ, თან მიიღებთ პროგრამის უფასო ინსტალაციას, ტრენინგს სამუშაოდ და ტექნიკურ მხარდაჭერას.

ასე რომ, ახლა საუკეთესო დროა, გამართოთ მაღაზია GSN-ის სავაჭრო მოწყობილობებითა და

iCash-ის პროგრამული უზრუნველყოფით.