ირმა ჭკადუა სააკაშვილის ხელისუფლებაზე: 150 ჩემი კოლეგა ჰყავდა დაპატიმრებული რეჟიმს. ვხედავდით იმას, რომ ადამიანებს აწამებდნენ, ხვრეტდნენ, ქონებას ართმევდნენ, ქუჩაში კლავდნენ

ირმა ჭკადუა სააკაშვილის ხელისუფლებაზე: 150 ჩემი კოლეგა ჰყავდა დაპატიმრებული რეჟიმს. ვხედავდით იმას, რომ ადამიანებს აწამებდნენ, ხვრეტდნენ, ქონებას ართმევდნენ, ქუჩაში კლავდნენ

150 ჩემი კოლეგა ჰყავდა დაპატიმრებული რეჟიმს. ვხედავდით იმას, რომ ადამიანებს აწამებდნენ, ხვრეტდნენ, ქონებას ართმევდნენ, ქუჩაში კლავდნენ, - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა ხდებოდა ადამიანის უფლებების კუთხით „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და რა მდგომარეობაა ახლა. რას აწყდებოდა ყველაზე მძიმე ტიპის დარღვევებს სააკაშვილის ხელისუფლების დროს.

„მძიმეა ყველაფრის გახსენება, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. 150 ჩემი კოლეგა ჰყავდა დაპატიმრებული რეჟიმს. ვხედავდით იმას, რომ ადამიანებს აწამებდნენ, ხვრეტდნენ, ქონებას ართმევდნენ, ქუჩაში კლავდნენ - ვაზაგაშვილის შემთხვევა გავიხსენოთ, ან სვანეთში ე.წ. სპეცოპერაცია, სადაც ოჯახს შეუვარდნენ და მძინარე ბავშვები და მოხუცები დაბომბეს. 2012 წლის შემდეგ, სწორედ ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ტარდება არჩევნები, რომელიც წარმოუდგენელია გაყალბდე“, - აღნიშნა ადვოკატმა.