ლევან გაჩეჩილაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს სახელმწიფოებრიობა, რაც 12 წლის განამვლობაში აგურ-აგურ აშენდა, ვიღაცას დავანგრევინოთ

ლევან გაჩეჩილაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს სახელმწიფოებრიობა, რაც 12 წლის განამვლობაში აგურ-აგურ აშენდა, ვიღაცას დავანგრევინოთ

სიცრუის პროპაგანდაში ვცხოვრობთ. ამ სტრატეგიამ გამოიწვია ის, რომ ქართული ტერიტორიების 20% დავკარგეთ, ამ სტრატეგიამ გამოიწვია ის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღიარება დავკარგეთ და ამ სტრატეგიამ გამოიწვია, რომ ადამიანის უფლებები დავკარგეთ. გულწრფელად გეუბნებით, არავის მივცემთ აქ დაბრუნების და იმას უფლებას, რომ ეს სახელმწიფოებრიობა, რომელიც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ აშენდა 12 წლის განმავლობაში, ვიღაცას დავანგრევინოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ.

„მინდა ხაზგასმით ვთქვა, იმას, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი და ეს გუნდი აკეთებს, ეს არის ძალიან ძნელი რამ. ხომ წარმოგიდგენიათ, კულუარებში რა ზეწოლები ხდება, რამხელა მოთხოვნაა სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე. მხოლოდ სწორი, სამართლიანი, ურთულესი გადაწყვეტილებების შედეგად მიიღწევა ეს და ჩვენ რა შეგვიძლია ჩვეულებრივ ამომრჩეველს?! ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ხმით 26 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლით, არშეშინებით, მივიდეთ, მივცეთ ხმა, გავამყაროთ ეს ხელისუფლება და გავაგრძელოთ თავისუფალ, ეროვნულ ქვეყანაში ცხოვრება. ეს შეგვიძლია და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

მერაბ.g 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საქართველოს ამომრჩეველთა რიცხვმა მილიონ ორასი ათასით მოიმატა (2400000-დან 3600000 მდე!) რატომ? რატომ ამას არ ახსენებთ მეცოცხები კაცობაზე და სამართალზე რომ ლაპარაკობენ?
1 თვის უკან