„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი პაატა სალია: ორ ათეულ წელზე მეტია, ვარ ადვოკატი, მაქვს საკმაო გამოცდილება და ვფიქრობ, რომ მაქვს ის უნარ-ჩვევები, ცოდნა, რომელიც გამოადგება ქვეყანას

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი პაატა სალია: ორ ათეულ წელზე მეტია, ვარ ადვოკატი, მაქვს საკმაო გამოცდილება და ვფიქრობ, რომ მაქვს ის უნარ-ჩვევები, ცოდნა, რომელიც გამოადგება ქვეყანას

ორ ათეულ წელზე მეტია ვარ ადვოკატი, მაქვს საკმაო გამოცდილება და ვფიქრობ, რომ მაქვს ის უნარ-ჩვევები, ცოდნა, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას, უშუალოდ უკვე როგორც კანონმდებლის ამპლუაში ჩემი საქმიანობისას, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ახალმა სახემ, საარჩევნო სიის წევრმა პაატა სალიამ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მან ასევე უპასუხა კითხვას მმართველი პარტიის მიმართ განხორციელებულ ბულინგთან დაკავშირებით.

„ბულინგი არის პოლარიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება და ერთ-ერთი მთავარი იარაღი იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციას უწყობენ ხელს. ვთვლი, რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ძალისხმევა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პოლარიზაცია აღმოიფხვრას ქვეყანაში, მაგრამ ვხედავთ, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ხედავს რა კეთდება ქვეყანაში, რა წინსვლა აქვს ჩვენს ქვეყანას და აქედან გამომდინარე, მეტია უკვე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. თუმცა, პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის საჭიროა მეორე მხარის ნებაც და სამწუხაროდ, ეს არის ყველაზე ცუდი რაც დღეს ხდება, რომ ადამიანებს დღემდე სიძულვილის ენით ესაუბრებიან, აშანტაჟებენ, აშინებენ, აიძულებენ მიიღონ ესა თუ ის გადაწყვეტილება. პირადად მე რაც შემეხება, საბედნიეროდ, არ ვარ მოწყვლადი ბულინგის მიმართ, საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე „რუსთავი 2-ში“, როგორც სასამართლოს მიმდინარეობის ეტაპზე, ასევე, უშუალოდ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისას.

მახსოვს, რა ბულინგი განიცადეს ადამიანებმა, როდესაც ძალიან ბევრ მათგანს, ვისაც არ უნდოდა წასვლა ტელევიზიიდან, მოუწია წასვლა. მახსოვს მათი სახეები, მახსოვს, რომ შემდეგ ბევრი მათგანი საერთოდ უმუშევარი დარჩა და ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო. ვიცი რა არის ბულინგი, თუმცა, მე ამ ბულინგის მიმართ, ვფიქრობ, მედეგი ვარ და ერთი წამი არ მიფიქრია ამის გამო რატომ არ უნდა მიმეღო ის შემოთავაზება, მაშინ, როდესაც ვთვლი, რომ ორ ათეულ წელზე მეტია ვარ ადვოკატი, მაქვს საკმაო გამოცდილება და ვფიქრობ, რომ მაქვს ის უნარ-ჩვევები, ცოდნა, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას, უშუალოდ უკვე როგორც უკვე კანონმდებლის ამპლუაში ჩემი საქმიანობისას“, - აღნიშნა პაატა სალიამ.