ნანა კაკაბაძე: მას შემდეგ, რაც აგენტურამ ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა, უკვე დასავლეთი წავიდა იმ ინტერესების ლობირებისთვის, რომ აქ ისევ დააბრუნოს ხელისუფლება, რომელიც მათგან არის მართული

ნანა კაკაბაძე: მას შემდეგ, რაც აგენტურამ ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა, უკვე დასავლეთი წავიდა იმ ინტერესების ლობირებისთვის, რომ აქ ისევ დააბრუნოს ხელისუფლება, რომელიც მათგან არის მართული

რეჟიმის შეფასება და ამ ადამიანების პოლიტიკიდან ჩამოშორება, გასამართლება მოხსნის იმ პრობლემას, რომელიც დღეს არის - სახელმწიფოს რყევა; არა განსხვავებული აზრის არსებობა, არამედ მიზანმიმართულად სახელმწიფოს რყევა, რათა ქვეყანა ჩამოშალონ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალურის საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ.

მან წინა ხელისუფლებაში არსებული დამნაშავე პირების გასამართლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გარე ძალებს ქვეყნის ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა ჰყავდა.

„რეალობაა ის, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მათ შორის ჩვენი ხელისუფლებაც და ქვეყანაც უნდა მოქმედებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, წინამორბედი ხელისუფლება საერთოდ დაცლილი იყო საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებისგან. აქედან გამომდინარე, დღეს გერმანია, აშშ თუ სხვა ქვეყნები იქცევიან ისე, როგორც მათი ქვეყნის ინტერესებშია.

როგორც გამოიკვეთა, მათი დაფინანსებები, დახმარებები, რაც საქართველოზე მოდიოდა, იყო ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოში ყოფილიყო მათი მორჩილი, ყურმოჭრილი, მონა ხელისუფლება. ამას ისინი ახორციელებდნენ საკუთარი აგენტურის მეშვეობით, ანუ საკუთარი აგენტურა ჰყავდათ ხელისუფლებაში. მას შემდეგ, რაც ამ აგენტურამ დაკარგა ძალაუფლება ქვეყანაში, უკვე დასავლეთი წავიდა იმ ინტერესების ლობირებისთვის, რომ აქ ისევ დააბრუნოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათგან არის მართული. პირდაპირ არ ერიდებიან ისეთ განცხადებებს, რომელსაც დღეს ჩვენ ვისმენთ - ახლახან ჰერჩინსკიმ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ თუ აქ არ ჩატარდება იდეალურად დემოკრატიულად არჩევნები, ისინი გააკეთებენ ყველაფერს და ეს არ არის მუქარა, ეს არის რეალობა. ანუ, ეს მუქარები იქიდან მომდინარეობს, რომ მათ დღეს აქ ჰყავთ დასაყრდენი და ეს დასაყრდენი არის სწორედ აგენტურა. ამიტომ, რეჟიმის შეფასება და ამ ადამიანების პოლიტიკიდან ჩამოშორება, გასამართლება მოხსნის იმ პრობლემას, რომელიც დღეს არის - სახელმწიფოს რყევა; არა განსხვავებული აზრის არსებობა, არამედ მიზანმიმართულად სახელმწიფოს რყევა, რათა ქვეყანა ჩამოშალონ“, - აღნიშნა კაკაბაძემ.