ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გამარჯვება  ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის  შესრულებისკენ 

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გამარჯვება  ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის  შესრულებისკენ 

ქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, „ქართული ოცნებისხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია და ქვეყანამ შეინარჩუნა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისგამარჯვება არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებისკენ - სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

მე მინდა შეგახსენოთ, რომქართული ოცნებისხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია და ქვეყანამ შეინარჩუნა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ახლაც, „ქართული ოცნებისგამარჯვება არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება  ჩვენი ქვეყანის უწყვეტი  მშვიდობიანი განვითარება. ასევე, „ქართული ოცნებისგამარჯვება  ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის  შესრულებისკენ ეს არის სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის ჩვენიქართული ოცნება“, რომელიც  დარწმუნებული ვარ აუცილებლად ახდება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, და გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთქართული ოცნებადა ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.