ზურაბ აბაშიძე: გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის გამართულ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ - უნდა გაიგონ, რომ ქართული სახელმწიფო შედგა და ამას არ დავთმობთ

ზურაბ აბაშიძე: გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის გამართულ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ - უნდა გაიგონ, რომ ქართული სახელმწიფო შედგა და ამას არ დავთმობთ

ეს განცხადებები წინასაარჩევნოდ განწირულია იმისთვის, რომ ოპოზიციას ხმები შემატოს, - ასე აფასებს დიპლომატების განცხადებებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არ ჩამოვლენ და ოპოზიციის გამართულ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ან ნებისმიერი პარლამენტარი ჩავიდეს თუნდაც გერმანიაში და ანტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობა მიიღოს, ეს ხომ წარმოუდგენელია. ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ აქ ყველაფერი „მოსულა“?! ჩვენ უნდა მივაჩვიოთ ისინი და გაიგონ, რომ ქართული სახელმწიფო შედგა და ამას არ დავთმობთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მოლდოვასა და საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია. ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა კი განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაარსებიდან 10 წლის თავზე გაყინოს მინისტრებს შორის მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“, ასევე არ გამართოს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები და შეაჩეროს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა.