ტიერი მარიანი: სოროსის ფონდს თავისი აქტივობა არ შეუწყვეტია. თანხები დაიხარჯა საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობისთვის, ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობისთვის

ტიერი მარიანი: სოროსის ფონდს თავისი აქტივობა არ შეუწყვეტია. თანხები დაიხარჯა საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობისთვის, ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობისთვის

ყველა ხედავს, რომ სოროსის ფონდს თავისი აქტივობა არ შეუწყვეტია - ამ დროისთვის ეს ფონდი ამ თანხებს არ ასაჯაროებს, მაგრამ ეს არის რეალური უცხოური ჩარევა,- განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ცნობილი გახდება იმ დაფინანსებისა და დახმარების თანხა, რომელიც მიმართული იყო იმ ქმედებაზე, რომელმაც რეალურად ცოტათი დესტაბილიზაცია გამოიწვია საქართველოში 2019 წლიდან.

„როცა ვამბობ, რომ ფონდმა „ღია საზოგადოებამ“ და ჯორჯ სოროსმა 1989 წლიდან 89 მილიონი დახარჯეს, მე არ ვიგონებ ამ ციფრებს, ეს არის ის, რასაც ვპოულობთ ინტერნეტში, ეს არის სოროსის ფონდის ანგარიში და 2019 წელს კიდევ 5 მილიონი დაიხარჯა. ამას არ ვიგონებ. ვფიქრობ, რაც ფრანგულად არის ხელმისაწვდომი, ქართულადაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი. არანაირი საიდუმლო არ არსებობს, სოროსის ფონდი თავად აღიარებს. მართალია, 2019 წლიდან ახალი ციფრები არ ჩანს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ მას არ შეუწყვეტია თავისი აქტივობა. არის ჩარევები, რომლებსაც არ ვიტყოდი, რომ ყველა იწონებს, მაგრამ არავის უნდა დაინახოს ის, განსაკუთრებით აქ, ევროპარლამენტში. ეს ცოტათი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაა. არის ჩარევები, რომლებსაც ვგმობთ და შემდეგ არის ჩარევები, რომლებსაც ჩვენ რეალურად ვუჭერთ მხარს. როდესაც ვამბობ, რომ ეს თანხები დაიხარჯა საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობისთვის, ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობისთვის - ვიმეორებ, თუ ვინმე ჩემს სიტყვას ეჭვქვეშ აყენებს, გადაამოწმოს ინტერნეტში, ეს არის სოროსის ფონდის ანგარიში. ასევე კარგი იქნება, თუ გვეცოდინება იმ დაფინანსებისა და დახმარების თანხა, რომელიც მიმართული იყო იმ ქმედებაზე, რომელმაც რეალურად ცოტათი დესტაბილიზაცია გამოიწვია საქართველოში 2019 წლიდან. ამ დროისთვის ეს ფონდი ამ თანხებს არ ასაჯაროებს, მაგრამ ეს არის რეალური უცხოური ჩარევა“, - აღნიშნა მარიანმა.