„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველს აუცილებლად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
მისი განცხადებით, ეს გამომდინარეობს, პირველ რიგში იმით, რომ ოპოზიციაში არ გვყავს პოლიტიკური პარტიები, არამედ ოპოზიციაში არის დანაშაულებრივი კოჰორტა, რამდენიმე ნაწილად დაყოფილი „ნაცმოძრაობა“ და ვერ გაერთიანებული, ვერ შეერთებული ხაზარაძე-გახარია.
როგორც მან აღნიშნა, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც წავა და საკუთარი საარჩევნო ხმით მკვლელებს, მწამებლებს, ადამიანების გამაუპატიურებლებს, მჩაგვრელებს, მოღალატეებსა და ქვეყნის მტრებს დანაშაულის იარაღს მიაწვდის ხელში, ცხადია, მან უნდა აგოს პასუხი.
„აუცილებლად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა გამომდინარე იქიდან, რომ, პირველ რიგში, ჩვენ ოპოზიციაში არ გვყავს პოლიტიკური პარტიები. არამედ, ოპოზიციაში არის დანაშაულებრივი კოჰორტა, რამდენიმე ნაწილად დაყოფილი „ნაცმოძრაობა“ და ვერ გაერთიანებული, ვერ შეერთებული ხაზარაძე-გახარია.
შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც წავა და საკუთარი ხმის უფლებით, საკუთარი საარჩევნო ხმით მკვლელებს, მწამებლებს, ადამიანების გამაუპატიურებლებს, მჩაგვრელებს, მოღალატეებსა და ქვეყნის მტრებს დანაშაულის იარაღს მიაწვდის ხელში, ცხადია, მან უნდა აგოს პასუხი. მათ შორის, სამართლებრივადაც“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.