კახა კალაძე: არჩევნებზე დამკვირვებლებად რეგისტრირდებიან რაღაცა „ჩემი ხმა“, „პეტრეს ხმა“, „პავლეს ხმა“ და რაღაცებს ირქმევენ - რაც არ უნდა სახელები დაირქვან, საზოგადოება მათ იცნობს და მათი შეფასებების ფასი კაპიკია, ნულის ტოლი

კახა კალაძე: არჩევნებზე დამკვირვებლებად რეგისტრირდებიან რაღაცა „ჩემი ხმა“, „პეტრეს ხმა“, „პავლეს ხმა“ და რაღაცებს ირქმევენ - რაც არ უნდა სახელები დაირქვან, საზოგადოება მათ იცნობს და მათი შეფასებების ფასი კაპიკია, ნულის ტოლი

ისეთ ადამიანებს და ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია არჩევნებზე დაკვირვებაზე და სურვილი, რომ წარმოჩინდნენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რეგისტრირდებიან რაღაცა „ჩემი ხმა“, „პეტრეს ხმა“, „პავლეს ხმა“ და რაღაცებს ირქმევენ - რაც არ უნდა სახელები დაირქვან, საზოგადოება მათ იცნობს და მათი შეფასებების ფასი კაპიკია, ნულის ტოლი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მიესალმება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს ეუთო/ოდირი აკვირდება.

„ზოგადად, ის, რომ არჩევნებს ეუთო/ოდირი აკვირდება, ჩვენ ამას მივესალმებით. ზოგადად, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას მივესალმებით, მაგრამ აქ არის მეორე თემა. ისეთ ადამიანებს და ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია არჩევნებზე დაკვირვებაზე და იმის სურვილი, რომ წარმოჩინდნენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რეგისტრირდებიან რაღაცა „ჩემი ხმა“, „პეტრეს ხმა“, „პავლეს ხმა“ და რაღაცებს ირქმევენ. რეალურად, ეს არის იმ რადიკალური დაჯგუფების, სექტის წარმომადგენლები (ხომ ვიცით ყველა სახელებით და გვარებით). რაც არ უნდა სახელები დაირქვან, საზოგადოება მათ იცნობს და კაპიკია მათი შეფასებების ფასი, ნულის ტოლი.

რაც შეეხება ბოლო დღეებში [უცხოეთიდან] გაკეთებულ განცხადებებს, რა თქმა უნდა, პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიაში. კატეგორიულად მიუღებელია, ყველანაირი ზღვარი გადალახეს და მათ ყველას 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა პასუხს გასცემს“, - განაცხადა კალაძემ.