ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ და ეს არჩევანი არის ის, რომ არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რაღაც განშტოებებს, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში.
„საზოგადოების გარკვეული ნაწილი და განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით „მოწამლეს“ ბოროტულმა სისტემამ, არ ვიცი როგორ მოახერხეს, არ მინდა რომ შეცდომაში შეიყვანონ. მეც მათ ხელა ვიყავი, 18-19 წლის, როდესაც მამაჩემი დაიჭრეს, ნარკოტიკული საშუალება პირში ჩაუყარეს და ვუყურებდი უდანაშაულო მამაჩემს როგორ უსჯიდნენ 8 წელს. არ მინდა, რომ იგივე გზა გაიარონ, თორემ მე არც მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] მობრუნების მეშინია, ვინც არ უნდა დამეკარგა, ის უკვე დავკარგე. აქ გულის გადასაშლელად კი არ მოვედი, არამედ იმის სათქმელად, რომ ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ და ეს არჩევანი არის ის, რომ არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რაღაც განშტოებებს“, - აღნიშნა ხარძიანმა.