სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა - ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება

სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა - ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება

ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. მისი თქმით, ოპოზიცია 27 ოქტომბრისთვის ემზადება.

„შეიძლება ოპოზიციას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა იმედი, რომ უცხოეთიდან განცხადებებით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლით ისინი შეძლებდნენ ქართველი ხალხის რწმენის რყევას, მაგრამ დღეს სრულ უიმედობაში არიან და ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება. ისინი ვერ ატარებენ საარჩევნო კამპანიას, მათ არ აქვთ არანაირი გეგმა წარმოსადგენი, არ იციან რა უთხრან ხალხს.

მათ გათვლა აქვთ 27 ოქტომბერზე, რომ ქუჩაში ხალხს გამოიყვანენ, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ ამის შანსი არ აქვთ. როდესაც მუხტი არაა, როდესაც ხალხი ხედავს, რომ არჩევნები არ ყალბდება, ქუჩაში არავინ გამოვა. სხვათა შორის, ამას ხედავენ მათი უცხოელი პატრონებიც, ბოლო დღეებში გარკვეულწილად შეიცვალა რიტორიკა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.