საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად სასტუმრო „აფიშა" დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს სასტუმროს გახსნა მიულოცა.
10-სართულიანი სასტუმრო „აფიშა" 118 ნომერს, კვების 3 ობიექტს, სპაზონას და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.