ნიკა გვარამია „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს უარყოფს

ნიკა გვარამია „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს უარყოფს

ნიკა გვარამია „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს უარყოფს.

„აბსოლუტური სისულელეა. ვისაც უნდა და რაც უნდა, შეამოწმოს. ყველა თანხა კაპიკ-კაპიკ არის დეკლარირებული. ნაღდი ფულის შემოსვლა დამფუძნებლის შენატანის სახით, წესდებაში და კაპიტალში არის კანონით ნებადართული საქმიანობა და ეს საქმიანობა ხორციელდებოდა. ამის შესახებ იცის ყველამ, მათ შორის, საგადასახადო უწყებებმა, ფინანსურმა პოლიციამ, ეს დეკლარირებულია როგორც შემონატანის სახით, ასევე საგადასახადო უწყებებში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელევიზიის მოქმედი დირექტორისგან სკანდალური ფაქტები გასაჯაროვდა. უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე „მთავარი არხის“ ერთი-ერთი დირექტორი, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი ქურდაძე ალაპარაკდა. მან ოფიციალური წერილით ეროვნულ ბანკსაც მიმართა. სქემაში ჩართულები არიან ნიკა გვარამია, მთავარი არხის ხელმძღვანელობა, კობა ნაყოფია, „თიბისი ბანკი“ და სააგენტო „ნიუ სეილსი“. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც მათ შორის უცხოეთიდან შემოდის.

მერაბ.g ვნახოთ, გაასაჯაროონ საჩივრის დანართი 362 გვერდი და გამოჩნდება; მაგრამ საქმე ისაა, რომ ოცნება სულ ტყუილად ბაქიბუქობს, არავის გამსამართლებელი ის არაა - ხელვაცაურში რომ საარცევნო ბანერები დააზიანეს, უცბად დაიწყეს გამოძიება სამი დღის წინ უგულავამ და დეკანოიძემ დააზიანეს ქუთაისთი, მაგაზე რატომ დუმან?
1 საათის უკან