ნიკა გვარამია სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულების განცხადებაზე: პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში არიან დღეს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მე ვიყავი კიდევ 400 დღე

ნიკა გვარამია სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულების განცხადებაზე: პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში არიან დღეს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მე ვიყავი კიდევ 400 დღე

პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში არიან დღეს. მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მე ვიყავი კიდევ 400 დღე, - ასეთია პარტია „ახლის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პასუხი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, ყოფილი პოლიტპატიმრების განცხადებას უკავშირდებოდა.

მისი თქმით, პოლიტპატიმარი კლინიკა „ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილია.

ცნობისთვის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის გასამართლებასთან ერთად, პარტიის მხარდამჭერების სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. ინიციატივას მხარს უჭერენ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულები და ყოფილი პოლიტპატიმრები.