კახა კალაძე ოპოზიციაზე:  გადახაზეს და გადაღებეს ბანერები, სადაც ეწერა „არა ომს“, წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების განწყობა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან? - 26 ოქტომბერს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი!

კახა კალაძე ოპოზიციაზე: გადახაზეს და გადაღებეს ბანერები, სადაც ეწერა „არა ომს“, წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების განწყობა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან? - 26 ოქტომბერს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი!

გადახაზეს და გადაღებეს ბანერები, სადაც ეწერა „არა ომს“. წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების განწყობა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი? შესაბამისად, 26 ოქტომბერს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანამდე კი, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ყალბი პირადობის მოწმობისა და ე.წ. კარუსელის მომზადებაზე საუბრობს. აღნიშნულ ინფორმაციას კახა კალაძემ „ძალიან დიდი სიყალბე, ტყუილი და სიცრუე“ უწოდა.

„ჩვენ არაერთხელ გამოვიჭირეთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა როდესაც საქმე საქმეზე მივიდა არანაირი მტკიცებულება, კონკრეტული ფაქტები არ გააჩნდათ. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მცდელობა აქვთ, მშვიდობიანი, მშვიდი არჩევნები როგორმე გააფუჭონ, დააზიანონ. იმიტომ არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, რომ ამ ადამიანებს არ სურთ და არ მოსწონთ ეს მშვიდი ვითარება, ქვეყანაში არ მოსწონთ მშვიდობა.

წარმოიდგინეთ, როდესაც ბანერებზე პირდაპირ არის გამოკრული „არა ომს“, ვებრძვით და ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი, არ იყოს ომი, ესეც აწუხებთ და ესეც მძიმეა მათთვის. ხედავთ, რას აკეთებენ, გადახაზეს და გადაღებეს აღნიშნული ბანერები, სადაც ეწერა „არა ომს“ . წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების განწყობა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი? შესაბამისად, 26 ოქტომბერს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი, რაც სჭირდება ამ ქვეყანას, ქვეყნის მომავალს. ქვეყანაში მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა რომ არ გვქონოდა დღეს, აქ არ ვიქნებოდით და ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე ვერ მოვიდოდით. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში, ყველაზე მთავარი არის მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.