ეს არის კაცი, რომელიც სჭირდება ქვეყანას და სჭირდებოდა სფეროს, სადაც სულ რაღაც ერთ წელიწადში ბევრი რეფორმა განახორციელა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გიორგი ამილახვარის შესახებ, რომელმაც განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
„გიორგი ამილახვარი იყო ძალიან წარმატებული პარლამენტის წევრი და ძალიან წარმატებული მინისტრი, ჩვენი მეგობარია, ჩვენი თანაგუნდელია გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამიხარდა მისი თანამდებობიდან წასვლა იმიტომ, რომ ეს არის კაცი, რომელიც სჭირდება ქვეყანას და სჭირდებოდა სფეროს, სადაც სულ რაღაც ერთ წელიწადში ბევრი რეფორმა განახორციელა, რაც სჭირდებოდა ამ სფეროს და რაც სამწუხაროდ, მანამდე არ იყო განხორციელებული”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
მას ნაყოფიერი მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.