ლევან მაჭავარიანი: ხანმოკლე პერიოდში გიორგი ამილახვარმა ბევრი რეფორმა გაატარა, თანამდებობის დატოვების გამო ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა ეს მისი არჩევანია

ლევან მაჭავარიანი: ხანმოკლე პერიოდში გიორგი ამილახვარმა ბევრი რეფორმა გაატარა, თანამდებობის დატოვების გამო ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა ეს მისი არჩევანია

პირადად ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი პიროვნებაა, ქვეყნის პატრიოტი - სუფთა პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალი და პირად მე და მთელს გუნდს ძალიან გული დაგვწყდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა გიორგი ამილახვარი საუბრისას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ მინისტრად ყოფნის პერიოდში ამილახვარმა ძალიან ბევრი რეფორმა ჩაატარა.

„ბევრი რეფორმა გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ხანი არ იმყოფებოდა მინისტრის თანამდებობაზე და რა თქმა უნდა, ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა ეს მისი არჩევანია და მას სურვილი აქვს, გააგრძელოს მოღვაწეობა კერძო სექტორში, როგორც იგი ამას აკეთებდა, სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა. რა უნდა ვთქვათ! ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

მას ნაყოფიერი მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

amo `
1 საათის უკან
amo ვისაც განათლების სისტემასთან შეხება აქვს უმრავლესობამ ალბათ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ არც ა ხ ა ლ ი ივარგებს, რადგან განათლების მიმართ მიდგომა არ იცვლება, უფრო სწორად ყოველწლიურად უარესდება.
1 საათის უკან