გიორგი ვოლსკი: 50%-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსს იღებენ, დაკავშირებულია პირდაპირ პოლიტიკურ ძალებთან, რასაკვირველია, მათგან არ უნდა მოველოდეთ ობიექტურობას

გიორგი ვოლსკი: 50%-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსს იღებენ, დაკავშირებულია პირდაპირ პოლიტიკურ ძალებთან, რასაკვირველია, მათგან არ უნდა მოველოდეთ ობიექტურობას

50%-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსს იღებენ, დაკავშირებულია პირდაპირ პოლიტიკურ ძალებთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მან აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, ყველას არ ჰქონდეს.

„ქართული ოცნების“ მიერ გამოტანილია სააშკარაოზე მონაცემები, რომლებიც შეიძლება, ყველას არ აქვს. 50%-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსს იღებენ, დაკავშირებულია პირდაპირ პოლიტიკურ ძალებთან და ზუსტი ჩამონათვალი არსებობს იმ ურთიერთობისა, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან. რასაკვირველია, მათგან არ უნდა მოველოდეთ ობიექტურობას. საზოგადოება წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში - ომის, დესტაბილიზაციის მომხრენი, თუ ადამიანები, ვინც იღვწიან იმისათვის, რათა განვითარებამ შეუქცევადი პროცესის სახე მიიღოს”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული.