გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების შესახებ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უჭერს მხარს უკრაინას, ქვეყანაში ომის შედეგად დანგრეული შენობების გამოჩენა კი მხოლოდ იმის ნიშანია, რომ შეიძლება საქართველოშიც იგივე მოხდეს.
„რაც შეეხება ბანერებს, ხომ უნდა მოიგონო, ადამიანი წარმოაჩინო ისე, ვითომ რაღაც ნიშნის მოგება არის ამ ბანერში. პირიქით, ეს არის უდიდესი ტრაგედია, ტკივილი იმ სისხლის გამო, რომელიც უკრაინაშია, იმ უბედურების გამო. სად ყოფილა ოდესმე ჩვენ ან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ან ჰააგის ტრიბუნალში საკითხის შეტანასთან დაკავშირებით უკრაინაზე თავდასხმის გამო, ან იმ პოლიტიკურ რეზოლუციებში თავი შეგვეკავებინა? ერთადერთი, თავს ვიკავებთ იმაზე, რომ ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში არ შევდივართ, რათა ქვეყანა ნგრევას და მიწასთან გასწორებას გადავარჩინოთ.
იმას ვამბობთ, რომ შეიძლება ეს მოხდეს, ზუსტად ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდეთ, რაც იქ არის. და იმ ტრაგედიას, ჩვენს დამოკიდებულის უკრაინელი ხალხის - ბავშვების, ქალების, ყველას მიმართ, შეიძლება კიდევ დაემატოს ის უბედურება, რასაც საქართველოს უპირებენ. აქ არ არის ლაპარაკი ზელენსკიზე, რომელიც სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, საქართველოს დროშით მასხრად იგდებდა ამ უბედურ ისტორიას, რომელმაც საქართველოს 20% დააკარგვინა. მე მას პირადად კი არ ვერჩი რამეს? ზოგიერთი ჩვენი ხალხის დამოკიდებულება მიკვირს, როგორ არ აღშფოთდა არასდროს არავინ, როდესაც საქართველო სისხლში ცურავდა“, - აცხადებს ვოლსკი.