მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ბევრად წარმატებული და ამაში ხელი შევუწყო. 17 წლიდან ევროკავშირში ვცხოვრობ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ვაკო თურნავამ.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის კარგად ნაცნობია, რა არის ევრო ღირებულებები.
„არ იყო ეს მარტივი გადაწყვეტილება და გადავწყვიტე, ჩემს ქვეყანას ვემსახურო. დღეს მე ნამდვილად ვხედავ იმ საშიშროებას, რომ ჩვენი ქვეყანა არ წავიდეს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთ პრობლემებში იყოს, როგორც დღეს არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი ქვეყანა, უკრაინა.
მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ბევრად წარმატებული და ამაში ხელი შევუწყო. 17 წლიდან ევროკავშირში ვცხოვრობ, რამდენიმე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ბოლოს - იტალიაში. მე ვიცი, რა არის ევროკავშირი, რა არის ევროღირებულებები და ის ღირებულებები, რაც არის ევროკავშირში, სწორედ ის გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იყოს და ამას ვავითარებ“, - განაცხადა თურნავამ.