,,ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

,,ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

,,ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება„ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ნინოწმინდის სოფლების: ყაურმას, ეშტიას, უჯმანასა და თორიას მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა. ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

„„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მჯერა, 26 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება,“- განაცხადა სამველ მანუკიანმა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი - ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვაან აროიანი, მერის წარმომადგენლები ზემოხსენებულ სოფლებში და საკრებულოს სხვა თანამშრომლები.