მამუკა მდინარაძე - ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო „დამკვირვებლები“, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ

მამუკა მდინარაძე - ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო „დამკვირვებლები“, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ დაკავშირებული.

„წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის” – არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოგონილი, ეს სასაცილო წინადადება ალბათ გახსოვთ. უყურეთ გივი მიქანაძის ბრიფინგს და ნახავთ, რა არის სინამდვილეში წაშლილი ზღვარი. ზღვარი კი არა, ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი ნაცები, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო „დამკვირვებლები“, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა რომ დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და მიკერძოებულია.