ლევან მაჭავარიანი Responsible Statecraft - ის სტატიაზე: ვერავინ ვერაფერს კარნახობს და შესაბამისად, ისინი წერენ რაც არის ობიექტური. აშშ-ში სურთ, რომ მოაბრუნონ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“, რომელიც მათ დავალებებს შეასრულებს უსიტყვოდ

ვერავინ ვერაფერს ვერ კარნახობს და შესაბამისად, ისინი წერენ რაც არის ობიექტური და რაც არის რეალური, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ამერიკული ონლაინ-ჟურნალი Responsible Statecraft-ის სტატიას.

მისი თქმით, აშშ-ს სურს საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დააბრუნოს.

„გამჭვირვალობის ქართული კანონი“ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ პოლიტიკურად ანგაჟირებულ აქტორებს თეთრზე თქვან, რომ შავია და შემდეგ მასობრივი პროპაგანდით მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ. გარკვეულ აქტორებს აშშ-ში სურთ, რომ მოაბრუნონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“, აგენტურა, რომელიც მათ დავალებებს შეასრულებს აბსოლუტურად უსიტყვოდ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ამერიკული ონლაინ-ჟურნალი Responsible Statecraft სტატიაში სათაურით - „შეიძლება თუ არა საქართველოს არჩევნებში აშშ-ის „ჩარევაში“ დადანაშაულება?“ წერს, რომ ვაშინგტონის მკაცრ მიდგომას თბილისის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიმართ ზოგჯერ ფარისევლობის სუნი ასდის.