გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძე გუნდის საკუთრებაში 2029 წლამდე იქნება.

საქართველოს ნაკრების წევრმა „უოტფორდის“ მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.