პრემიერი: დღეს, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი

ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, თუმცა ვერც ადრე მოახერხა ვინმემ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირება და ვერც ახლა ექნება ეფექტი გარე ჩარევებს.

„ასეთი ჩარევები ადრეც ყოფილა, ეს ჩარევა, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა, მაგრამ ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ საქართველოში ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას, აქედან გამომდინარე, ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს ვერანაირი ეფექტი,"- განაცხადა პრემიერმა.