ანრი ოხანაშვილი: რამდენიმე თვის წინ, „ენჯეოების“ წარმომადგენლები ცრუ ჩვენებას იძლეოდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ამაზე მეტი უსამშობლობა და ამაზე მეტი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება არ არსებობს

ანრი ოხანაშვილი: რამდენიმე თვის წინ, „ენჯეოების“ წარმომადგენლები ცრუ ჩვენებას იძლეოდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ამაზე მეტი უსამშობლობა და ამაზე მეტი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება არ არსებობს

„გამჭვირვალობის კანონის“ განხილვისთანავე ოპოზიციამ დაიწყო საუბარი, რომ დეტალებში არ შევიდოდნენ და რომ ეს კანონი რუსული იყო.ისინი მიზანმიმართულად არ შედიოდნენ შინაარსში, ვინაიდან ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

„რამდენიმე თვის წინ, „ენჯეოების“ წარმომადგენლები ცრუ ჩვენებას იძლეოდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამაზე მეტი უსამშობლობა და ამაზე მეტი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება არ არსებობს. ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს ორგანიზაციები აიკრძალებოდა, კანონის ამოქმედებიდან გავიდა რამდენიმე თვე და ვხედავთ რომ ეს ორგანიზაციები მუშაობენ, ამ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები მუშაობენ და აკვირდებიან მათ შორის საარჩევნო პროცესს. ეს ყველაფერი იყო ყალბი ნარატივი, ეს იყო აღქმებით მანიპულირება. საკონსტიტუციო სასამართლოში ვიხილეთ პროცესი, სადაც ახალგაზრდა იურისტებმა წარმოაჩინეს პოზიცია ღირსეულად და დაუმტკიცეს მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც მეთაურობდნენ პრეზიდენტი, ყოფილი მოსამართლეები, ყოფილი პოლიტიკოსები, რომ ისინი არ იყვნენ მართლები, რომ სიმართლე იყო გამჭვირვალობის მხარეს და არა მათ მხარეს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 19 მაისს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 28 მაისს დაძლია.