ბლინკენი: პუტინის განცხადება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უპასუხისმგებლოა

ბლინკენი: პუტინის განცხადება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უპასუხისმგებლოა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უპასუხისმგებლოა.

„[ეს განცხადება] სრულიად უპასუხისმგებლოა. ვფიქრობ, მსოფლიოში ბევრმა, მათ შორის ჩინეთმა, მკაფიოდ ისაუბრა ამის შესახებ, როდესაც მან [პუტინმა] ბირთვული იარაღით ჟღარუნი დაიწყო“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.

კარლო აეწვათ
4 საათის უკან