ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს: ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს ქალბატონო, თქვენი მოვალეობა ერთხელ მაინც შეასრულეთ, ამ ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობაში შალიკოსაც კი გაასწარით იმდენად სიგიჟეებს სჩადიხართ

ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს: ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს ქალბატონო, თქვენი მოვალეობა ერთხელ მაინც შეასრულეთ, ამ ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობაში შალიკოსაც კი გაასწარით იმდენად სიგიჟეებს სჩადიხართ

რესურსი არ აქვთ და ეს თავადაც იციან, რაც არ უნდა ილაყბონ და რეიტინგებზე თავისი ამომრჩეველი ატყუონ. რეიტინგის მიღმა არიან, 5%-იან ბარიერს ან გადალახავს, ან არა ის რამდენიმე ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციური პარტია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკაში“.

მან პრეზიდენტს მიმართა, რომ ნაცვლად „ქარტიებისა“ და იმ ნაბიჯებისა, რასაც ის დღეს დგამს ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების კუთხით, ამნისტიის შესახებ კანონს მოაწეროს ხელი.

„ერთი ხანდაზმული თაღლითი (რაც სასამართლომ დაადგინა) და მეორე მოღალატე - ამ ორი უავტორიტეტო გუნდის თუ პლატფორმის გაერთიანების ამბავში ჩაერთო პრეზიდენტი. მე მას მოვუწოდებ, სანამ ამ ქარტიაზე და სიგიჟეებზე ილაპარაკებთ, კეთილი ნებეთ და ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს. ათასამდე პატიმარი ელოდება თქვენს ხელმოწერას, რომ გათავისუფლდნენ. საბოლოო ჯამში მაინც შევა ძალაში ეს კანონი, პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოა ვისთან გვაქვს საქმე. მას არ აინტერესებს ქართული ოჯახები, ქართული ინტერესები. ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს ქალბატონო, თქვენი მოვალეობა ერთხელ მაინც შეასრულეთ, კონსტიტუციას არღვევთ, ყველა კანონი და წესი დაარღვიეთ. ჩვენ შეგარჩიეთ, რომ ნეიტრალური ყოფილიყავით და ამ ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობაში შალიკოს [შალვა ნათელაშვილი] გაასწარით, გაასწარით ამ მწვალებელთა პარტიის ლიდერებსაც კი, იმდენად სიგიჟეს სჩადიხართ.

ერთმანეთს აგინებდნენ, მერე დაიბარეს - აბა შენ იქ გაერთიანდი, შენ აქო და უთავმოყვარეობის პიკია რადიკალურ ოპოზიციაში. და ამათ ჰგონიათ მერე, რომ ქართველი ადამიანი ამათ მხარს დაუჭერს. ის კინტო ხომ გახსოვთ, ელისაშვილი, რას მოაწერა ხელი და შემდეგ სად აღმოჩნდა - ესაა, როდესაც თავმოყვარეობას დაკარგავ, იმას გაგაკეთებინებენ, რასაც ახლა გიკეთებენ თქვენი პატრონები“, - განაცხადა ზარქუამ.