„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთში, ნიგვზიანის და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრაზე დელეგატმა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის და მუნიციპალიტეტების უფრო მეტი განვითარება და კეთილდღეობა თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს. მადლობა ნდობისთვის და ძლიერი მხარდაჭერისთვის,“- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრებს ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე - ბესიკ ტაბიძე და  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ალექსანდრე სარიშვილი, ასევე, „ქართული ოცნების“ შტაბისა და საკრებულოს სხვა წევრები.