პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის  მუნიციპალიტეტში სოფელი ქსნის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა  აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. შეაჯამეს სოფელში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ,  მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული - დავით ნოზაძე,  გუბერნატორის მოადგილე - გიგი ჩიფჩიური, მუნიციპალიტეტის მერი - დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის მოადგილეები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.