გიორგი ვოლსკი „ენჯეოების“ მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნაზე: ეს არის ღალატის ის ფორმა, რომელიც მათდაუნებურად „მაკკეინის ინსტიტუტმა“ სააშკარაოზე გამოიტანა

გიორგი ვოლსკი „ენჯეოების“ მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნაზე: ეს არის ღალატის ის ფორმა, რომელიც მათდაუნებურად „მაკკეინის ინსტიტუტმა“ სააშკარაოზე გამოიტანა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება რამდენიმე ქართული „ენჯეოს“ მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში გამოაშკარავდა.

„ეს არის ღალატის ის ფორმა, რომელიც მათდაუნებურად „მაკკეინის ინსტიტუტმა“ სააშკარაოზე გამოიტანა. ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გახდა აბსოლუტურად ნათელი თუ ვინ მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი ინტერესების დასაცავად“, - მიიჩნევს ვოლსკი.

„მაკკეინის ინსტიტუტმა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ანგარიში მოამზადა, სადაც გაკრიტიკებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აშშ-ისა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას „უცხოელი აგენტების კანონის“ არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში“.

მერაბ.g ქართული ასოების მოთხოვნა ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, მაკეინის ფონდის დამფინანსებელთა ვინაობა (სამხედრო სამრეწველო კომპანიები) და ფორკასის მოწოდება 2 წლის წინ, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო, არჩევნებამდე სულ უნდა იყოს მედიასივრცეში!!!
კი იძახის ზოგი ასო, რომ მათ არ მოუთხოვიათ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მაგრამ თუ ეს ასეა, რატომ არ უჩივიან მათ მამხილებელ ფონდს?
2 თვის უკან