„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ციფრულ სარეკლამო კამპანიაში, რომელიც განკუთვნილი იყო ჯორჯიის შტატის „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლებისთვის, საქართველოს ფოტო გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
„ფოტოზე გამოსახული ქედი არ არის ჯორჯიის შტატში. Shutterstock-ის მონაცემებით, ეს ხედი საქართველოშია - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც მდებარეობს კავკასიაში“, - წერს ამერიკული მედია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საარჩევნო რეკლამა სოციალური ქსელიდან უკვე წაშლილია.