რა არ გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინა ქალების, ვინც აქტიურად არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განსაკუთრებით, პოლიტიკაში, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა, ხათუნა სამნიძემ, განაცხადა.
მისი თქმით, ყველას ახსოვს “გაშავების” კამპანიები ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, განცხადებები, რომ ოპოზიციონერებმა სახე დაკარგეს. სამნიძის განცხადებითვე, ისინი სახესაც დაკარგავენ და მთელ ენერგიას მიმართავენ ევროპული მონაპოვრის შენარჩუნებისათვის.
“ყველას გვახსოვს “გაშავების” კამპანია ელენეს [ხოშტარია] წინააღმდეგ, ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, ქალების წინააღმდეგ. რა არ თქვეს ჩვენზე - სახე დაკარგეს და ა.შ. კი, სახესაც დავკარგავთ და ყველა ჩვენს ენერგიას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ წაგვართვან ჩვენი ევროპული მონაპოვარი.” - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.