ვხედავთ, რომ უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გააქტიურებულნი არიან აშშ -ში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან არის წინასაარჩევნო პროცესი და ველით უარყოფით სიგნალებს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ქართველ ამომრჩეველზე და არჩევნები ჩატარდება წყნარად, მშვიდობიანად. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის ნებას არჩევნებზე და შემდეგ ჩვენი ურთიერთობები დაუბრუნდება ნორმალურ კალაპოტს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
აშშ-ის სენატის მიერ 25 სექტემბერს განხილული იქნება ე.წ ქართველი ხალხის აქტი, რომლის მომხსენებელი ჯინ შაჰინი იქნება.