"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" დელეგატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი, ახალქალაქის სოფლების: ქარცების, აზმანას, ოკამის, აფნიასა და გოგაშენის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ახალქალაქის მერი - მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ნაირი ირიციანი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები.