ირანში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

ირანში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა ირანში, ქვანახშირის მაღაროში, მეთანის გაზის აფეთქების შედეგად. შემთხვევა სამხრეთ ჰოროსანის პროვინციაში მოხდა.

ამ მომენტისთვის მაშველები მაღაროში დარჩენილების ამოყვანას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროში მეთანის დაგროვება.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ტრაგედიის მომენტში მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა.