მეუფე იაკობი: ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერთან ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს, რუსი იქნება თუ სხვა, თავს არავის დავაპყრობინებთ, კარგად იცოდნენ! - ყველა ტერიტორიას დავიბრუნებთ!

მეუფე იაკობი: ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერთან ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს, რუსი იქნება თუ სხვა, თავს არავის დავაპყრობინებთ, კარგად იცოდნენ! - ყველა ტერიტორიას დავიბრუნებთ!

ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერთან ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს, რუსი იქნება თუ სხვა, თავს არავის დავაპყრობინებთ, კარგად იცოდნენ! ყველა ტერიტორიას დავიბრუნებთ აბსოლუტურად! - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობის დაძაბვა განსაცდელად შეაფასა და აღნიშნა, რომ არ არსებობს განსაცდელი, საიდანაც ღმერთი ხალხს გამოსავალს არ მისცემს.

„ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც საბჭოთა კავშირიც დავშალეთ სხვების დახმარების გარეშე და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერთან ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს, რუსი იქნება თუ სხვა, თავს არავის დავაპყრობინებთ, კარგად იცოდნენ! ყველა ტერიტორიას დავიბრუნებთ აბსოლუტურად! ახლა ევროკავშირთან მიმართებაში რაღაც საუბრებია ხოლმე, ამერიკასთანაც დაგვიძაბეს ურთიერთობები, მაგრამ მოდით, შევხედოთ ამას სულიერი თვალით, არ არსებობს განსაცდელი, რომ იქიდან საუკეთესო გამოსავალი არ მოგვცეს ღმერთმა. ერთია, რომ ქალაჩუნასავით იყო და განსაცდელს დაუწვე, მეორეა ღირსეულად გამოსვლა ამ განსაცდელიდან.

თუ ვიძახით, რომ ქვეყნები მეგობრები ვართ, თუმცა მე ქვეყნების მეგობრების არ მჯერა, ეს ტყუილია, მეგობრები თუ ვართ და მეუბნები, რომ რაღაც ჩემში არ მოგწონს, ეს არ მოგწონს, ის არ მოგწონს, ერში როცა ვიყავით, ჩვენი გზები გაიყრებოდა ხოლმე, არც ვჩხუბობდით, არც ვკლავდით ერთმანეთს, არც მტრებად ვსახავდით. არ შეგვიძლია [მეგობრობა]? - ერთად არ ვიქნებით, რა პრობლემაა. რატომ უნდა დამაძალო ან ჩემი მეგობარი იყავი, ან ვიღაცის სახელით მელაპარაკო. „ვიღაცა“ ქართველი ხალხი არ უნდა იყოს. მოგვწონს, არ მოგვწონს ერთმანეთი, ქართველი ხალხი ყველა ვართ. არავისთვის ცუდი არ მინდა და ყველა ქართველი მინდა, ძლიერად იყოს.

ამერიკაში ბევრი მეგობარი მყავს, საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი ადამიანები. ახლა ჩავდივარ და მეც ვიკითხავ... ვფიქრობ, ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია. ვფიქრობ, ეს პრობლემებიც მოკლე პერიოდში ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.