ირაკლი კირცხალია გიორგი შანიძის შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დამწველი შეიწყალა, რატომ უნდა გვიკვირდეს დესტრუქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი რომ ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს ჩადიოდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილმის მიერ გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძის შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა.

„ადამიანმა, რომელმაც შეიწყალა პოლიციელის ცოცხლად დამწველი, წარმოიდგინეთ თქვენ და პირდაპირ თანამონაწილე გახდა იმ „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში ჭერისა და პოლიციელის დაწვის, ამის შემდეგ რატომ უნდა გვიკვირდეს ჩვენ პირდაპირ დავალებების შემსრულებელი, დესტრუქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი რომ ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს ჩადიოდეს“, - განაცხადა კირცხალია.

სალომე ზურაბიშვილმა გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა. მსჯავრდადებულს ჩადენილი დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში 4 წელი უნდა გაეტარებინა.