ანალიტიკოსი გია აბაშიძე მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ევროკავშირს, ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობას დამაჯერებლად უმტკიცებდა.
აბაშიძის თქმით, სამშობლოს მტრების რიტორიკა აუტანელია და დადგა ის დრო, როცა ლორა თორნტონის მსგავს უცხოელ გარეწრებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა.
„დადგა ის დრო, როცა ლორა თორნტონის მსგავს უცხოელ გარეწრებს აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა! სამშობლოს მტრების რიტორიკა აუტანელია - არ ვართ თქვენი „ენჯეო“, შეიგნეთ ასპიტებო! 26 ოქტომბერს ამათ მსახურ უსამშობლოებს პასუხი რომ გაეცემა, უკვე ნათელია.
ინგლისურად შემიძლია სამართლიანი ბილწსიტყვაობა, თავს შევიკავებ“, - წერს გია აბაშიძე.