აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მას მის ოპონენტთან „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპთან კიდევ ერთი დებატების გამართვა სურს. ინფორმაცისა Reuters-ი ავრცელებს.
„ვცდილობ მოვიპოვო მეორე დებატები. ვნახოთ, რა იქნება“, - ციტირებს სააგენტო ჰარისს.
ჰარისმა ტრამპთან პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართა. როგორც გამოკითხვამ აჩვენა, დებატებში „დემოკრატების“ კანდიდატი უკეთ გამოიყურებოდა.
ტრამპმა გასულ კვირას საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის არჩევნებამდე, რომელიც 5 ნოემბერს არის დაგეგმილი, დებატების გამართვას აღარ აპირებს.