წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის წინაშე მდგარ პრობლემებს და აღინიშნა, რომ მათთვის უმთავრესი პრობლემა სოფლის მიმდებარედ არსებული ნაგავსაყრელია.

შეხვედრაზე მყოფმა თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რევაზ სოხაძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, თბილისის მერიას კი გამოცხადებული აქვს ტენდერი და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები, რათა მინიმუმამდე დავიდეს მოსახლეობაზე ნაგავსაყრელის მავნე ზეგავლენა. სამომავლოდ კი, თბილისის მერია განიხილავს ნაგავსაყრელის სხვა, ქალაქიდან მოშორებულ ლოკაციაზე გადატანას.

შეხვედრაზე სოფელ ნასაგურის ახალგაზრდებმა დელეგატს სთხოვეს, რომ სოფელში აშენდეს ძიუდოს დარბაზი, რათა ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომლებსაც თბილისში უწევთ სავარჯიშოდ ჩასვლა, ადგილზე შეეძლოთ, დაკავდნენ სპორტით.