არ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობა მივიღო, - ასეთია გივი თარგამაძის პასუხი, რომელსაც „ქრონიკა“ დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარისთვის დაუკავშირდა.
დარჩო ხეჩუაშვილი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა.
ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღვარზე აიყვანეს.