დავით ქართველიშვილი: დიდი ალბათობით, მორიგი წინასაარჩევნო პროვოკაციის ჩასადენად საქართველოში შეღწევის მცდელობის დროს, დარჩო ხეჩუაშვილი დააკავეს -  წარმომიდგენია, რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან

დავით ქართველიშვილი: დიდი ალბათობით, მორიგი წინასაარჩევნო პროვოკაციის ჩასადენად საქართველოში შეღწევის მცდელობის დროს, დარჩო ხეჩუაშვილი დააკავეს -  წარმომიდგენია, რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან "ნაცები"

"ხალხის ძალის" წევრი,  დავით ქართველიშვილი, გივი თარგამაძეზე თავდამსხმელის საქართველოში შემოპარვას და მის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი აცხადებს, ბოლო 8 წელია, ქვეყანაში "საოცარი წინასაარჩევნო დამთხვევებია". მისი თქმით, დიდი ალბათობით, დარჩო ხეჩუაშვილი მორიგი წინასაარჩევნო პროვოკაციების ჩასადენად იყო ჩამოსული, რომელსაც, დიდი რისკების მიუხედავად, "ნაცმოძრაობამ" მიმართა მომსახურებისთვის. 

„საოცარი წინასაარჩევნო "დამთხვევებია" ქვეყანაში ბოლო 8 წელიწადია. რომ გავიხსენოთ, არ იქნება ურიგო. დავიწყოთ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით. ზუსტად 4 დღით ადრე ნაცსექტის ერთ-ერთ ცნობად სახე გივი თარგამაძეზე კოლმეურნეობის მოედანზე განხორციელდა ტერორისტული აქტი. თარგამაძე გადარჩა. მასზე თავდასხმის მსხვერპლით დასრულებისთანავე, ნაცები რა თქმა უნდა გადააბრალებდნენ ამას ხელისუფლებას, ატეხდნენ "გალაქტიკური" მასშტაბის სკანდალს, არჩევნების შედეგებზე და მათი ცნობის პროცესებზე სათავისოდ სასარგებლო გავლების მოხდენის მიზნით.

ტერაქტის ჩამდენის იდენტიფიცირება მალევე მოხდა, მასზე გამოცხადდა ძებნა, დაუსწრებლად შედგა სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დღეს კი, დიდი ალბათობით მორიგი წინასაარჩევნო პროვოკაციის ჩასადენად საქართველოში შეღწევის მცდელობის დროს, დარჩო ხეჩუაშვილი დაკავებული იქნა. მთელი ქვეყანა ინტერესით ელოდება მის ჩვენებებს, როგორც ძველ, ასევე ახალ სავარაუდო დავალებებზე. საინტერესოა, ამჯერად "სამსხვერპლო ზვარაკად" ვინ იქნა შერჩეული.

შერჩეული, როგორც ჩანს კვლავ უკრაინიდან, სადაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ხეჩუაშვილი თავს აფარებდა 2012 წლის შემდეგ გია ლორთქიფანიძის "რეზიდენტურაში". საქართველოში ის 2016 წელს დაბრუნდა, სწორედ გივი თარგამაძეზე ტერორისტული აქტის ჩასადენად. "თავისიანების" რიტუალური მსხვერპლშეწირვა "ორი-ტრუპი-მინდა"-ს პარტიიდან არ უნდა გვიკვირდეს.

დადგება მორიგი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წელიწადი და ქვეყანა შეიტყობს, რომ ნაც-მედიის ცნობად სახე, გიორგი გაბუნიაზე მზადდებოდა მისი ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმა. ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობას, რომელსაც რა თქმა უნდა ხელისუფლებას გადააბრალებდნენ, ასევე უნდა შეესრულებინა საარჩევნო პროცესებზე სათავისოდ სასარგებლო გავლენის მოხდენის ფუნქცია. გეგმა ჩაიშალა. გაბუნია გადარჩა.

დადგა მომდევნო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდი. ორი დღით ადრე, კიევი - თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა 2014 წლის კიევის "მაიდანში" მონაწილე ოცზე მეტი უკრაინელი "ზონდერი", რომლებიც ჩამოვიდნენ უფულოდ, ვერ დაასახელეს ვერც საცხოვრებლის თუ სასტუმროს დასახელება/მისამართი, სადაც უნდა გაჩერებულიყვნენ. როგორც ჩანს, თანხაც და დავალებაც მათ უკვე ქალაქში შემოსვლისთანავე უნდა მიეღოთ. ვერ მიიღეს. იმავე რეისით დააბრუნეს უკან. ზუსტად ამ დროს, ფოთის ნავსადგურს, ბორნით, არაჟნით სავსე კონტეინერით, უახლოვდებოდა ნაცების უიღბლო ბელადი...

არ ვიცი, რას დაადგენს გამოძიება - მე ასეთი დამთხვევების "შემთხვევითობის" არ მჯერა - ძალიან დიდი ალბათობით, დარჩო ხეჩუაშვილი მორიგი წინასაარჩევნო პროვოკაციების ჩასადენად იყო ჩამოსული. წარმომიდგენია, რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან ნაცები, როდესაც მიუხედავად დიდი რისკებისა, კვლავ უწევთ მიმართონ დაუსწრებლად მსჯავრდებული და ძებნილი "კილერის" მომსახურებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყოფილ კოლეგებს მერამდენედ გამოვლენილი პროფესიული და სანიმუშო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის." -  წერს დავით ქართველიშვილი.

Gami ღრანჭმოქცეულ გივიას ის ბომბი დღესაც ანუსში აქვს გათხრილი.
2 თვის უკან