„ქრონიკამ“ მოიპოვა ფოტო, რომელიც ადასტურებს, რომ გახარია საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელს, აშშ-ის მოქალაქე ჯონი დიპიროს შეხვდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო გახარია დატუქსეს

„ქრონიკამ“ მოიპოვა ფოტო, რომელიც ადასტურებს, რომ გახარია საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელს, აშშ-ის მოქალაქე ჯონი დიპიროს შეხვდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო გახარია დატუქსეს

გიორგი გახარია ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო დატუქსეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი გახარია, ანა ბუჩუკურთან ერთად კაფეში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, ჯონი დიპიროს შეხვდა, რომელიც საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელია. „ქრონიკის“ ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე დაიტუქსა გიორგი გახარია, რომელსაც ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემობრუნება დაავალეს.

გახარიას პარტიაში ამერიკის მოქალაქესთან შეხვედრაც და დატუქსვაც უარყვეს. პარტიაში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაცია უწოდეს და ვებგვერდიდან ინფორმაციის წაშლაც მოითხოვეს.

იმას, რომ გიორგი გახარიას პარტიაში იტყუებიან, ის ფოტომასალაც მეტყველებს, რომელიც „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ცნობას ამყარებს. ფოტოზე ჩანს, რომ გიორგი გახარია და ანა ბუჩუკური ჯონი დიპიროს კაფეში შეხვდნენ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გახარიას სიტუაციის შემობრუნება დაევალა. უთხრეს, რომ პირობების წამოყენებას თავი უნდა დაანებოს და „ლელოსთან“ გაერთიანდეს, რადგან სხვა შემთხვევაში არსებობს უდიდესი რისკი, რომ ბარიერი ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახოს. განსაკუთრებით კი გახარიას პარტიამ, რომელსაც მაქსიმალური რეიტინგი სამი პროცენტი აქვს.