„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით საუბრისას, ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ შსს-ის თანამშრომლებისთვის სანქციების დაწესებასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობისა და მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ.
მიქანაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობას.
„16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, დაასანქცირა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობას.“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.