ვახტანგ ძაბირაძე: კარგი იქნება, გამოქვეყნდეს ხაზარაძე-გახარიას შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა, ვინ ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და ვის აქვს პრობლემები ქვეყნის მომავალთან ერთად

ვახტანგ ძაბირაძე: კარგი იქნება, გამოქვეყნდეს ხაზარაძე-გახარიას შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა, ვინ ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და ვის აქვს პრობლემები ქვეყნის მომავალთან ერთად

არსებობს ერთი ნეიტრალური მხარე - პრეზიდენტი - სწორი იქნება, პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება, ამასთანავე, კარგი იქნება გამოქვეყნდეს შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე იმ ფაქტს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, შეთანხმებული ტექსტის გამოქვეყნება და პრეზიდენტის განცხადება ორიენტაციის მომცემი იქნება, თუ „ვინ ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და ვის აქვს პრობლემები ქვეყნის მომავალთან ერთად“.

„ორივე მხარე ასახელებს არგუმენტებს. ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა ჩემი შეფასებით, საკითხი დახურული არ არის, სამწუხარო ფაქტია. ვისურვებდი, ეს მოლაპარაკებები განახლდეს და რეალური შედეგით დასრულდეს.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ მოლაპარაკებებში არსებობს ერთი ნეიტრალური მხარე - პრეზიდენტი. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლეში მივიდა შეთანხმებულ ტექსტზე ხელმოსაწერად. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება და საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ეს გაერთიანება არ შედგება, სწორი იქნება პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება, ამასთანავე, გამოქვეყნდეს შეთანხმების ტექსტი, რათა ვიმსჯელოთ, რომელმა მხარემ დაუშვა შეცდომა.

თავიდანვე დიდად აღფრთოვანებული არ გახლიდით „თავისუფლების მოედნის“ შეერთებით, არ მესმოდა და არ მესმის, რატომ იყო საჭირო მათი ამ გაერთიანებაში ჩართვა. მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება. ბუნებრივი პროცესია ის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსს არ მიესალმებოდნენ.

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ოთხეულში წამყვანი ძალა „ლელოა“ და არა „თავისუფლების მოედანი“, რომლის ელექტორალური მხარდამჭერი კაცმა არ იცის რა არის, მაშინ რაზე ვსაუბრობთ? არ შემიძლია ზუსტი შეფასება, თუ რომელმა მხარემ მიიღო ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება. როდესაც კი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდება განცხადება, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მოვერიდები. ჩემს პოზიციას დაუფარავად ვიტყვი.

თუ ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, შეთანხმებული ტექსტი და პრეზიდენტის განცხადება ორიენტაციის მომცემი იქნება, ვინ ფიქრობს რეალურად ქვეყნის მომავალზე და ვის ქვეყნის მომავალთან ერთად პრობლემები აქვს და რაღაც აწუხებს“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, "მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია". თუმცა, აღნიშნავენ, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, „ძლიერ საქართველოში“ განმარტავენ, რომ „გახარიას შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა შეთანხმებაზე“. როგორც ხაზარაძემ განმარტა, მზად იყო, გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, თუმცა 15:00 საათზე "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ დაურეკა და უთხრა, რომ შეთანხმებაზე უარს ამბობდა და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

Gami "ამსჯელეთ" ეს მაჩვი ძაბირაძე, რაა!
2 თვის უკან
Gami ყვეყნის მომავალზე ფიქრობს სალომე ბაბო... და ძაბირაძეც, ოღონდ არ იცის როგორ?!
2 თვის უკან