გიორგი გახარია დატუქსეს - „ქრონიკის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შეთანხმება ვერ შედგა, სიტუაციის შემობრუნების მიზნით, გახარიას ამერიკელი მოქალაქე შეხვდა, რომელმაც, გიორგი გახარია, პირდაპირი მნიშვნელობით, დატუქსა.
გახარიას სიტუაციის შემობრუნება დაევალა. უთხრეს, რომ პირობების დაყენებას თავი უნდა დაანებოს და „ლელოსთან“ გაერთიანდეს, რადგან სხვა შემთხვევაში არსებობს უდიდესი რისკი, რომ ბარიერი ვერცერთმა პარტიამ გადალახოს. განსაკუთრებით კი გახარიას პარტიამ, რომელსაც მაქსიმალური რეიტინგი 3 პროცენტი აქვს.