მეთიუ მილერი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე: კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ - მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავის გაცხადებულ სურვილს

ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავის გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

კერძოდ, მან ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად - 84 ხმით მიიღო. მილერის თქმით, კანონთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია.

„როგორც ვიცი, კანონი ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ - გახდება თუ არა ის კანონი. მაგრამ, როგორც უკვე თვეებია, ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას. ეს კანონი სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა“, - განაცხადა მილერმა.

Gami ეს ყველაზე მოწყვლადია, მაგათ ადმინისტრაციაში.
2 თვის უკან